უკრაინამ ევროკავშირს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის მიმართა
უკრაინამ, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის მიმართა.
ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეს ლენარჩიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა. „უკრაინამ, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით, მოგვმართა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის. მოვუწოდებ, წევრ სახელმწიფოებს სასწრაფოდ უპასუხონ დახმარების შეთავაზებით“, – დაწერა მან Twitter-ზე.