ვიქტორ იუშჩენკომ უკრაინელებს მიმართა
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო ქვეყანაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“დღეს, დილის 5 საათზე უკრაინაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა მოხდა – რუსული არმია მზაკვრულად შეიჭრა ჩვენს მიწაზე. ჩვენ ახლა არ გვჭირდება ისტორიული ექსკურსები. ახლა ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს ათასი ათწლეულების განმავლობაში მცხოვრებ ხალხთან ერთობა – თავისუფალი, ერთიანი და უძლეველი! გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მხარი დაუჭირეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ისინი საუკეთესოები არიან! დიდება უკრაინას”, – წერს პოლიტიკოსი.