UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთში აღარ გამართავს
UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთში აღარ გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ხვალ, 25 თებერვალს გეოპოლიტიკური კრიზისის განსახილველად UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც ოფიციალური პირები დაადასტურებენ, რომ 28 მაისს სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის ფინალი აღარ გაიმართება.
ბრიტანეთის მთავრობა და გულშემატკივართა ჯგუფები UEFA-ს სთხოვდნენ, აღარ გაემართათ ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგში, რომლის სტადიონიც რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის „გაზპრომის“ მიერ არის დაფინანსებული.