ბორის ჯონსონი NATO-ს მოუწოდებს, საგანგებო სხდომა მოიწვიოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი NATO-ს საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს– ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

“ეს არის კატასტროფა მთლიანად კონტინენტისთვის; დღეს მე უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ქვეყანას სპეციალურ ბრიფინგზე მივმართავ;

მე ასევე ვესაუბრები დიდი შვიდეულის ლიდერებს და მოვუწოდებ ნატო-ს ყველა ლიდერს სასწრაფო შეხვედრისკენ, რაც შეიძლება მალე,” – წერს ბორის ჯონსონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები