რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა საკუთარ TELEGRAM-ზე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით.
“თქვენ უკვე დაეხმარეთ. დაისვენეთ”, – წერს მარია ზახაროვა.
რუსი მაღალჩინოსანი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლის პასუხობს, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
“უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი, მაგრამ ჩვენ მას მხარს ვუჭერთ და თავდაცვის საკითხებში დავეხმარებით”, – თქვა კლევერლმა.