“პუტინმა კვლავ აირჩია ომის გზა” – ესტონეთის პრეზიდენტმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა
ესტონეთი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა. „პრეზიდენტმა პუტინმა კვლავ აირჩია ომის გზა. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. უკრაინის ხალხის პატივსაცემად, დღეს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტის ოფისის წინ ესტონეთის დროშის გვერდით ფრიალებს უკრაინის დროშა“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს 1918 წელს ტალინში დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების წლისთავზე, რომელიც ითვლება ესტონეთის რესპუბლიკის დაარსების თარიღად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.