უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

“ჩვენ გავწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. უკრაინა თავს იცავს და არ დათმობს საკუთარ თავისუფლებას, რაც უნდა იფიქრონ მოსკოვში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა უკრაინელებს უკრაინის არმიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მძიმედ იბრძვიან, იგერიებენ აგრესორის თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მტერი სერიოზულ ზარალს განიცდის და კიდევ უფრო მეტი ზარალი იქნება.

”რუსეთი მზაკვრულად დაესხა ჩვენს სახელმწიფოს თავს დილით ადრე, ისევე – როგორც ნაცისტური გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს”, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები