რუსული არმია უკრაინის სიღრმეში, ქვეყნის ჩრდილოეთიდან ხუთ კილომეტრამდე მანძილზე შევიდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის სპიკერმა, ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე თქვა.
“არის თუ არა სახმელეთო წინსვლა? წინასწარი მონაცემებით, უმნიშვნელო, 5 კმ-მდე მანძილზე შესვლაა ხარკოვის რეგიონში, ჩერნიგოვის რაიონში, სუმისთან ახლოს და მონაცემები, რომლებიც საჭიროებენ გადამოწმებას, შესაძლოა, ვოლინის მიმართულებითაც“, – თქვა არესტოვიჩმა.