უკრაინის რადას თავმჯდომარე: დეპუტატები, რომლებიც უკრაინას დატოვებენ, ჩაითვლებიან მოღალატეებად
“სახალხო დეპუტატები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ, ჩაითვლებიან მოღალატეებად”, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა თქვა.
მიმართვა სტეფანჩიუკის FACEBOOK-ზე ვრცელდება.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სახალხო დეპუტატები მზად უნდა იყვნენ, კონკრეტულ დროსა და ადგილას შეიკრიბონ და იმუშაონ.
“გთხოვთ ყველა დეპუტატს, დარჩით კიევში”, – დასძინა სტეფანჩიუკმა.