კიევში, მთელ ქალაქში ბანკომატებთან გრძელი რიგებია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რიგებია ბანკომატებთან, აფთიაქებთან, მაღაზიებთან.
ბენზინგასამართ სადგურებზე მანქანების ხალხმრავლობა შეინიშნება.
უკრაინის ქალაქებში რუსეთის შეჭრის ფონზე, კიეველები ცდილობენ ფულის გატანასა და სურსათის მომარაგებას.
დღეს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა სავალუტო შეზღუდვები გამოაცხადა.
კერძოდ, შეზღუდვა მოიცავს ნაღდი ფულის გატანის ლიმიტს, უცხოური ვალუტის ყიდვის აკრძალვას და გრივნის კურსის გაყინვას. უნაღდო ანგარიშსწორება შეუფერხებლად განხორციელდება. ნაღდი ფულის გატანა დღეში 3,5 ათას დოლარამდე შეიზღუდა.