ეს შანსი ჩვენივე უჭკუობით და სულსწრაფობით ერთი საუკუნის წინ ხელიდან გავუშვით და დღეს ეს შანსი კვლავ მოგვეცა – გიორგი ცუცქირიძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე

დღეს გვეძლევა შესაძლებლობა ახალ ტრანსატლანტიკურ ღერძებში ინტეგრაციის და უსაფრთხოების გარანტიების მიღებისათვის! იგი საუკუნეში ერთხელ თუ გვეძლევა. ეს შანსი ჩვენივე უჭკუობით და სულსწრაფობით ზუსტად ერთი საუკუნის წინ ხელიდან გავუშვით, რასაც ძირძველი ქართული ტერიტორიების ნაწილის დაკარგვა უკვე მოყვა. იმედია ისტორიის გაკვეთილებს უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში  წერს.

მისი შეფასებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტი და იქ გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულებები, რასაც ალბათ სომხეთიც შეუერთდება ააშკარავებს პუტინის გეგმას მინი სსრკ-ის, როგორც დასავლეთის საპირწონე გეოპოლიტიკური სივრცის აღდგენაზე, რაც რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთის გაერთიანებასთან ერთად, როგორც ჩანს უზბეკეთს, ტაჯიკეთს, აგრეთვე აზერბაიჯანს და სასომხეთსაც მოიცავს.

გიორგი ცუცქირიძე დარწმუნებულია საქართველოს პოლიტიკური კლასი, კარგად აცნობიერებს საფრთხეს, რასაც ამ კავშირში ჩვენი შესაძლო ჩართვა გამოიწვევს, რადგან თუ ასე მოხდება ეს დაასრულებს ჩვენი წინაპრების მრავალსაუკუნოვან ოცნებას, გავხდეთ ევროპის კულტურული და პოლიტიკური ნაწილი. 

“ახალი ცივი ომის პირობებში, რომლის კონტურებიც უკვე აშკარაა, ყველაზე დიდი დაწოლა ახლა ჩვენზე გადმოვა, კარასინის ამასწინდელი განცხადებაც, მანამდე ლავროვის კომენტარები 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვაზე ამის პირდაპირი მიმანიშნებელია.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს პოლიტიკური კლასი, კარგად აცნობიერებს საფრთხეს, რასაც ამ კავშირში ჩვენი შესაძლო ჩართვა გამოიწვევს, რუსეთმა სანაცვლოდ აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნება, კონფედერაციული ფორმატით ან მინსკი 2 ის უკრაინული ფორმატითაც, რომ შემოგვთავაზოს.

ეს ტერიტორიები ყოველთვის დამოკლეს მახვილივით ეკიდება ქართული სახელმწიფოს მყიფე სხეულზე, და საბოლოოდ დავკარგავთ პუტინის იმპერიის გარდაუვალ რღვევასთან ერთად.

ამით დასრულდება ჩვენი წინაპრების მრავალსაუკუნოვანი ოცნებაც ევროპის კულტურულ და პოლიტიკურ ნაწილად ქცევისა, რასაც არ გვაპატიებს არც დღევანდელი და არც მომავალი თაობები, ისევე როგორც დასავლეთი, მასთან დაპირისპირებული რუსული იმპერიის აღდგენაში თანამონაწილეობის გამო!

ამაზე დიდი შანსი გასული საუკუნიდან მოყოლებული არა გვქონია. დღეს გვეძლევა კარგი შესაძლებლობა ახალ ტრანსატლანტიკურ ღერძებში ინტეგრაციის და უსაფრთხოების გარანტიების მიღებისათვის! იგი საუკუნეში ერთხელ თუ გვეძლევა, ეს შანსი ჩვენივე უჭკუობით და სულსწრაფობით ზუსტად ერთი საუკუნის წინ ხელიდან გავუშვით, რასაც ძირძველი ქართული ტერიტორიების ნაწილის დაკარგვა უკვე მოყვა. იმედია ისტორიის გაკვეთილებს უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია”, – წერს ციცქორიძე.

მან ასევე რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სანქციებს რუსულ ეკონომიკაზე დიდი ზეგავლენა არ ექნება.

“დასავლეთში პუტინის ბოლო გამოსვლა ახლა უკვე არა სსრკ – ის, არამედ რუსული იმპერიის დაშლის ისტორიული წიაღსვლებით, როდესაც მან დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, მსგავს ადრინდელ შეფასებებთან შედარებით კრეატივს მოკლებულ და უღიმღამოდ შეაფასეს.

ეს შედარება ამ საუკუნის დასაწყისში მიუნხენის კონფერენციაზე მის ცნობილ გამოსვლასთან იყო დაკავშირებული, როდესაც მან სსრკ ის დაშლა გეო პოლიტიკურ კატასტროფად მონათლა და პირველად გაილაშქრა დასავლეთის, კერძოდ აშშ-ის ჰეგემონიის წინააღმდეგ. კრემლის ქცევას „პოტიომკინის პოლიტიკაც“ კი უწოდეს, რადგან პრეზიდენტი პუტინი ამძიმებს კონფლიქტს, რომელიც თავად შექმნა.
ახალი სანქციების დაწესება დიდწილად დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა შეფასებას მისცემდა დასავლეთის მთავრობები რუსი სამხედროების ღია გამოჩენას დონბასის ტერიტორიებზე.

აშშ- ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გუშინდელმა გამოსვლამ აჩვენა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი შეფასდა როგორც შეჭრა, რადგან, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საზღვრის გადაკვეთა უკრაინაში სწორედ შეჭრად კვალიფიცირდება.

პრეზიდენტ პუტინის ახალი გადაწყვეტილებაც, ჯარის აღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიის გარეთ გამოყენების უფლებაზე, უკვე მიანიშნებს, რუსული პოლიტიკის ამოცანაზე, ამ რესპუბლიკების მთელი ტერიტორიის კონტროლთან ერთად, ინტერვენცია მარიუპოლის მიმართულებიდანაც განახორციელოს, რითაც გადაჭრას უკრაინა აზოვის ზღვიდანაც და შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმისკენ, ამ სცენარის შესაძლო ვარიანტი ბრიტანეთის დაზვერვამ გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ.

პირველი, რაც დასავლეთმა ერთიანი ფრონტით გააკეთა, არის ამჟამინდელი სანქციების რეჟიმის გაძლიერება, ანუ უკვე არსებულ სანქციების სიაში ახალი კორპორაციების, ახალი სექტორების და ახალი პიროვნებების დამატება, იქ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელის ჩართვამდე. აშშ ის, ევროკავშირის და ბრიტანეთის მხრიდან უკვე დაიწყო რუსული წამყვანი ბანკების და რუსი დეპუტატების, ოფიციალური პირებისა და ოლიგარქების უცხოურ ანგარიშებზე წვდომის დაბლოკვა.

ჩვენთან, ეს ბევრმა რატომღაც არასაკმარის ნაბიჯად ჩათვალა, რადგან მაინც არის იმ სანქციების ფარგლებში, რომელიც უკვე მიღებულია და 2014 წლიდან მოქმედებს, მაგრამ მათ აშკარად ვერ შეცვალეს კრემლის ქცევა.მაგრამ, არავის უთქვამს, რომ სანქციები ამით ამოიწურებოდა, პირიქით, ყველგან იყო ხაზგასმა, სანქციების გაფართოებაზე და გამკაცრებაზე.

თუ სამხედრო მოქმედებები დაიწყო, რისი ალბათობაც ძალზე მაღალია, უკვე მოსალოდნელია, ახალი სანქციების შემოღება ყველაზე მკაცრი სცენარის მიხედვით. ეს არის სანქციების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადასვლა. ეს ეხება რუსეთის SWIFT სისტემიდან გათიშვას, დოლარის ტრანზაქციების და სახელმწიფო ვალით ვაჭრობის აკრძალვას, მეორად ბაზარზე.

ფაქტობრივად, ეს არის რუსული ეკონომიკის ირანულში გადაქცევა და ეს ბევრად უფრო სერიოზული რამაა. დასავლელი ლიდერები ცდილობდნენ აირიდონ ეს ვარიანტი 2014 წლიდან, რადგან ის პირდაპირ ურტყამს რუს ხალხს. მაგრამ ახლა ეს განიხილება და განიხილება სერიოზულად.

გერმანიამაც კი რომელიც ყოველთვის იცავდა შედარებით რბილ სტრატეგიას, რუსეთის ყველაზე მგრძნობიარე წერტილს დაარტყა, როდესაც ჩრდილოეთ ნაკადი 2 ის სერთიფიცირება შეაჩერა.
ზოგიერთი აქაური ექსპერტის ვარაუდი, რომ ამ სანქციებს რუსულ ეკონომიკაზე დიდი ზეგავლენა არ ექნება, მცდარია. ექნება და თანაც ძალზე სერიოზული. იმდენად, რამდენადაც ჩვენს ეკონომიკაზეც აისახება, რუსეთი არის ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა და ტურისტული ნაკადებითაც და ფულადი გზავნილების შემოდინებითაც.

ცნობისათვის, რუსული რუბლი 2014 წელს ყირიმის ანექსიისას, სერიოზულად, თითქმის 50%-ით გაუფასურდა და დღემდე ვერ აღიდგინა კრიზისამდელი წონასწორობა.

ესკალაცია და სანქციების სპექტრი აფერხებს ბიზნეს აქტივობას, რადგან ადამიანებს ომის ეშინიათ და ბიზნესი თავს არიდებს ინვესტირებას გაურკვევლობისას, რისი მკაფიო შედეგი არის ფასების ვარდნა ფინანსურ ბაზრებზე.

ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევების წინაშე. რუსეთი ემზადება ახალი ცივი ომისათვის”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები