რუმინეთი 500 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის მისაღებად არის მზად

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, რუმინეთი 500 ათასზე მეტი უკრაინელის მისაღებად არის მზად.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ვასილი დინჩუმ განაცხადა.

„რამდენიმე ვარაუდი არსებობს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ 500 000-ზე მეტი ლტოლვილი, ეს ის მაჩვენებელია, რისთვისაც ჩვენ მოვემზადეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებთან ერთად. ბევრი ასპექტია. ამ მხრივ არის გეგმა, რომელიც მომზადებულია ყველა დიდ ქალაქში, არის ტერიტორიები საზღვართან ახლოს“, – განაცხადა დინჩუმ პარლამენტში.

დინჩუმ ასევე თქვა, რომ რუმინეთი უკრაინიდან ლტოლვილთა დიდ ნაკადს არ ელის და გაიხსენა, რომ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დაწყების შემდეგ უმრავლესობა პოლონეთში გაემგზავრა.

„დიდ ნაკადებს მაინც არ ველით, მაგრამ გამორიცხული არაფერია, ყველაფერი შეიარაღებულ შეტაკებაზე იქნება დამოკიდებული, ჯერჯერობით, საუბარია ჰიპოთეტურ ვითარებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები