უკრაინის საზღვრებთან მდგომი რუსი სამხედროების ნაწილი ომზე უარს აცხადებს – აჯანყება რუსეთის არმიაში

უკრაინის საზღვრებთან განლაგებული რუსი სამხედროები აჯანყდნენ და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

უკრაინული გამოცემა Obozrevatel-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, დაახლოებით, 40-მა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, საკუთარი სურვილით, უკვე დატოვა რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგები.

როგორც გამოცემას უამბეს, სამხედროები აჯანყდნენ და უარი თქვეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე. სამხედროებს ტელეფონები ჩამოართვეს, რომ ინფორმაციის გაჟონვა არ მომხდარიყო.

144-ე მოტომსროლელი დივიზიის სარდლობამ გასცა ბრძანება ყველა „უკმაყოფილოს“ დათხოვნის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები