ლარი კვლავ გაუფასურდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 3.0162 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0030 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4249 ლარი იქნება, დღეს მოქმედი კურსით კი ერთი ევრო 3.4063 ლარი ღირს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 24 თებერვლისთვის ამოქმედდება.