გიორგი ხოჯევანიშვილი კატარის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ხოჯევანიშვილი კატარის ელჩს საქართველოში, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„შეხვედრის მიზანი იყო ჩვენს სახელმწიფოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება, საქართველოსა და კატარის პარლამენტებს შორის მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერება.

გამოითქვა სურვილი საერთაშორისო ვიზიტის ორგანიზების კატარის სახელმწიფოში. ვისაუბრეთ ეკონომიკური თანამშრომლობის, საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ტურისტული კავშირების გააქტიურებაზე, რათა რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ კატარიდან საქართველოში” – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები