კიევმა მოსკოვიდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაიწვია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში ქვეყნის საკითხებში დროებით რწმუნებულს, ვასილი პოკატილოს კონსულტაციებისთვის იწვევს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინის დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ, რუსეთის შესაბამისი ნაბიჯის გამო, კიევი მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესაძლებლობას განიხილავს.

ქვეყნის მთავრობას შესაბამისი წინადადებით საგარეო უწყებამ მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები