პროკურატურა: 2021 წელს განრიდებული 363 არასრულწლოვანიდან მხოლოდ 8 პირმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წელს, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩაერთო კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების საერთო რაოდენობის 59%. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვანებიდან, რომლებიც განრიდების კანონით გათვალისწინებულ ფორმალურ წინაპირობებს აკმაყოფილებდნენ, 80%-ის განრიდება მოხდა.

“არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ბავშვზე მორგებული და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, წლების განმავლობაში, საქართველოს პროკურატურის მიერ არაერთი ღონისძიება გატარდა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა განრიდება-მედიაციის პროგრამის ეფექტიანი გამოყენება.

2021 წელს, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩაერთო კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების საერთო რაოდენობის 59%, ხოლო, კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვანებიდან, რომლებიც განრიდების კანონით გათვალისწინებულ ფორმალურ წინაპირობებს აკმაყოფილებდნენ, 80%-ის განრიდება მოხდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, 2021 წელს განრიდებული 363 არასრულწლოვანიდან მხოლოდ 8 პირმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული.

“აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ განრიდების შედეგად წარმატებით მიიღწევა დანაშაულის პრევენციის მიზანი.

პროკურატურა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას არასრულწლოვანთა ინტერესებზე მორგებული მართლმსაჯულების ხელშეწყობის მიზნით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები