სამოთხე ოლიმპიელებისთვის: ხინკალი, ფოტორგოლები და… ხელთათმანები ირინა შეიკის მკერდზე

 ოლიმპიური სოჭი გახსნის ცერემონიამდე ოლიმპიური მედლები ფოლადის ყუთებით, ჯავშნიანი ავტომანქანებით ჩაიტანეს. ყუთების გახსნის უფლება ფიგურულ სრიალში ოლიმპიურ ჩემპიონს სვეტლანა ჟუროვას მიენიჭა. 5 დაჯავშნული ავტომანქანით მედლების ადგილებზე მიტანა დაცვის სამსახურის 30-მა თანამშრომელმა უზრუნველყო. ავსტრალიელმა ფრისტაილისტმა დევიდ მორისმა რგოლებზე შესრულებულ საკუთარ სპორტულ ტრიუკს ასე უწოდა: ,,ფოტოგამოწვევა მიღებულია“. ოლიმპიელებს ძალზე ახარებთ რუსული სამზარეულო. „რუსეთში არაჩვეულებრივი საჭმელია!“,- განაცხადა სნოუბორდინგში ორგზის ჩემპიონმა შონ უაიტმა.
თუმცა არიან ისინიც ვინც უპირატესობას კავკასიურ სამზარეულოს ანიჭებენ.
“კავკასიური სამზარეულოსაგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ეს ხინკალი კულინარიული შედევრია!“, – აღიარა ამერიკელმა ფიგურისტმა უეირ ვორონოვმა. საერთო ჯამში, ოლიმპიელების შთაბეჭდილება მხოლოდ დადებითია.
,,კიდევ ერთი ყველაზე კარგი დღე! ვფიქრობ, ამ ფრაზას აქ არაერთხელ გავიმეორებ! ჩვენ ათლეტების სამოთხეში ვართ!“, – ეს განცხადება კი კანადის ოლიმპიური გუნდის წევრმა კეიტლინ ლოუსმა გააკეთა. ირინა შეიკმა “ინსტაგრამის“ გვერდზე  მეტად გულახდილი საკუთარი ფოტო განათავსა, რომელსაც უწოდა: “ჩემი სპეციალური ოლიმპიური საზღვაო კოსტიუმი“. მაგრამ განხილვის მთავარი თემა სოჭში კვლავაც ადგილობრივი ტუალეტები რჩება…

1616533_699692263395272_1902200603_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები