შსს-მ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობის კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება) დაიწყო“, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მორჩილის მიერ რუის-ურბნისის ეპარქიიდან განდევნილი სასულიერო პირის მიმართ ძალადობაა აღბეჭდილი. ვიდეოში ჩანს, რომ მორჩილი ილარიონ გრიგალაშვილი ფიზიკურად უსწორდება როინ მუმლაძეს, რომელიც აღნიშნულ ეპარქიაში ბერი იყო, მაგრამ ეპარქიას და სასულიერო ცხოვრებას ჩამოაშორეს. დაპირისპირების მიზეზი როინ მუმლაძის მიერ ანაფორის ჩაცმა გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები