ირაკლი კობახიძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მყარი უმრავლესობა შევქმნათ
“ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მყარი უმრავლესობა შევქმნათ და ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” და პარტია “საქართველოსთვის” ალიანსის მცდელობა სენაკსა და ბათუმში ჰქონდათ, თუმცა მმართველმა გუნდმა ამის შესაძლებლობა არ მისცა.
“მათ სურდათ ამის გაკეთება სენაკშიც, თუმცა ჩვენმა ნაბიჯებმა არ მისცა ამის შესაძლებლობა. მათ ამის სურვილი ასევე, ჰქონდათ ბათუმში, თუმცა ამის გაკეთებას იქაც ვერ ახერხებენ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ შევქმნათ მყარი უმრავლესობა ყველა მუნიციპალიტეტში და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება, აქტიურად ვიმუშავებთ ამ თემაზე”, – განაცხადა კობახიძემ.