საქართველოს რეკორდი ზამთრის ოლიმპიადაზე – ბერულავა-საფინას წყვილმა მე-9 ადგილი დაიკავა

2022 Beijing Olympics - Figure Skating - Team Event - Pair Skating - Short Program - Capital Indoor Stadium, Beijing, China - February 4, 2022. Karina Safina of Georgia and Luka Berulava of Georgia in action. REUTERS/Aleksandra Szmigiel

საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე პეკინში რეკორდი გააუმჯობესა და თავისუფალ პროგრამაში  ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას სპორტულმა წყვილმა მეცხრე ადგილი დაიკავა.

წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 126.33 ქულა დაიმსახურა, საერთო ჯამში კი 192.44 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა, რაც საქართველოსთვის ისტორიული შედეგია.

პეკინის ოლიმპიადაზე სპორტულ ცეკვებში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

  1. სუი ვენჯინგი/კონგ ჰანი (ჩინეთი)
  2. ევგენია ტარასოვა/ვლადიმირ მოროზოვი (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი)
  3. ანასტასია მიშინა/ალექსანდრ გალიამოვი (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები