ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელი მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო ე.წ. რესპბულიკის დე ფაქტო ხელმძღვანელი, ლეონიდ პასეჩნიკ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

როგორც მან ხალხისადმი მიმართვისას თქვა, „სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებ რესპუბლიკის მცხოვრებლებს, რომლებსაც არ აქვთ მობილიზაციის ორდერი, ისევე – როგორც მათ, ვინც არ არის ჩართული სოციალური და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სასიცოცხლო ფუნქციონირებაში, რაც შეიძლება მალე გაემგზავრონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, – თქვა მან.

მან დაავალა, „ტერიტორიების ხელმძღვანელებს, ძალოვან სტრუქტურებს, სასწრაფო სამსახურებს – უზრუნველყონ სოციალური ობიექტების ორგანიზებული ევაკუაცია და დაეხმარონ მოსახლეობას სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში მიყვანაში“.

პასეჩნიკის თქმით, „რუსეთის ფედერაცია მზად არის, უზრუნველყოს ორგანიზებული მიღება და განსახლება თავის ტერიტორიაზე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის.“

ამასთანავე, პასეჩნიკმა “მამაკაცებს, რომლებსაც ხელში იარაღის დაჭერა შეუძლიათ, რესპუბლიკის დაცვისკენ მოუწოდა”.

ცოტა ხნის წინ ამავე შინაარსის მოწოდებით ხალხს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა მიმართა. პუშლინის თქმით, ხალხის მისაღებად როსტოვის ოლქში ყველაფერია მზად.

დღეს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს დონბასში მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა და დაამშვიდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგიონზე შეტევას არ აპირებენ.

მისი თქმით, ხალხი არ უნდა აყვეს რუსული პროპაგანსიტული მედიის მიერ გავცრელებულ ცრუ ინფორმაციას.

ოლექსი რეზნიკოვის თქმით, “უკრაინა კი არ არის თქვენი მტერი, არამედ ისინი, ვისაც, თითქოს, თქვენი დაცვა სურს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები