ირაკლი ქადაგიშვილი: “ლელო” არასდროს იყო დამოუკიდებელი მოთამაშე

„ლელო“ არასდროს იყო დამოუკიდებელი მოთამაშე და მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგთან არის აფილირებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში რუსთავში „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსი მიზერულია.

„ლელო“ არასდროს იყო დამოუკიდებელი მოთამაშე და მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგთან არის აფილირებული. შანსი მათი გამარჯვების არის მიზერული. გამომდინარე აქედან, 2 აპრილის არჩევნებში რუსთავში ხალხის ვერდიქტიც დაერთვება პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები