რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას” – მინდა ერთი განსხვავებული კუთხით დაგიხატოთ ბიუჯეტის სურათი – ეს არის კორუფცია

„მე მინდა ერთი განსხვავებული კუთხით დაგიხატოთ ბიუჯეტის სურათი – ეს არის კორუფცია. საქმეს იწყებთ, აკეთებთ, ან ვერ აკეთებთ, თუ კი არ არის პირადად „ქართული ოცნების” ირგვლივ შემოტმასნილი ან მათ მიერვე დაფუძნებული ბიზნესების ინტერესები. ყველაფერი რაც ამ კონტექსტში შეიძლება მოიაზრებოდეს, შეიძლება ვთქვათ ერთი სიტყვით – ეს არის ბიზნესის მიერ წვალებით შექმნილი დოვლათით ბიუჯეტში შეტანილი გადასახადებითა და ჩვენი მოქალაქეების გასასტუმრებელი მრავალი მილიარდის ბიუჯეტში შეტანის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური დოვლათის ფლანგვა. იძარცვება და იფლანგება ბიუჯეტი. მიაქ ვისაც კი შეუძლია და ვისაც ხელი მიუწვდება”, – განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოსმენის შემდეგ.

მისი თქმით, ყველა პროექტი, რომლითაც დღეს ფინანსთა მინისტრი თავის გამოსვლაში ამაყობდა, არის კორუფციული და ვერანაირ ბიზნესს ვერავინ ააწყობს თუკი მმართველ პარტიასთან არ არის დაკავშირებული.

„რაც ვილაპარაკე, ეს არის მაგალითები, რასაც ჰქვია სახელმწიფოს ძარცვა და ამ ძარცვის შედეგად ამოდენა ბიუჯეტი ფაქტობრივად ნიავდება. ბიუჯეტი არის გადაქცეული იმ ადამიანების საჯიჯგნად, ვისაც მიუწვდება ხელი და, სამწუხაროდ, ბევრი თქვენგანი, მათ შორის, „ქართული ოცნების” დეპუტაცია გულისყურით, სერიოზულად მისმენს მე იმიტომ, რომ ყველას არ მიუწვდება ხელი, მით უმეტეს ძალიან ბევრი შეიძლება პატიოსანი რწმენით მოვიდა ამ პარტიაში, რომ ემსახუროს ქვეყანას და ჰგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს. სინამდვილეში ერთი დიდი სინდიკატის გამამართლებელია იმ კენჭისყრებითა და იმ პოზიციებით, რასაც ან აქ, ან ტელევიზიებში ვისმენთ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები