უკრაინის ელჩი საქართველოში: ნებისმიერ აგრესიას და მუქარას წინააღმდეგობა ერთიანობით უნდა გავუწიოთ

ნებისმიერ აგრესიას და მუქარას სწორედ ერთიანობით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამ სიტყვებს მოიცავს – “ძალა ერთობაშია”, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა განაცხადა.

მისი განცხადებით, არც უკრაინამ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე, იყვნენ ნატო-ს წევრები.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ორი დღის წინ გამოსცა ბრძანება, რომ 16 თებერვალი გამოცხადებულიყო ერთიანობის დღეს. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ერთიანობა ჩვენს ძმებსა და მეგობრებთან – თქვენთან, ძვირფასო ქართველო ხალხო. ნებისმიერ აგრესიას და მუქარას სწორედ ერთიანობით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამ სიტყვებს მოიცავს – „ძალა ერთობაშია“. ის, რომ ახლა უკრაინაში სროლა არ არის, იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთად ვართ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარნენ იარაღით, ასევე, მორალურად და ფინანსურად. არც ჩვენ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე, რომ უნდა ვიყოთ ნატო-ში, რაც ჩვენი სუვერენული არჩევანია“, – განაცხადა დოლგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები