მაია ზალდასტანიშვილი: კოვიდ-19-ის ჩვეულებრივ გრიპის ვირუსად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ვაქცინაციას ენიჭება

ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, მოლოდინია, რომ კოვიდ-19 ჩვეულებრივ გრიპის ვირუსად ჩამოყალიბდება.

მაია ზალდასტანიშვილის განმარტებით, აღნიშნულ პროცესში დიდი როლი ვაქცინაციას ენიჭება.

„ერთადერთი იმედია ის, რომ ყველა გადაიტანს ამას, არ მოხდება მუტაცია, ჩვენ არ მივიღებთ ახალ შტამს და არ გავხდებით სხვა შტამის გავრცელების მიზეზი. ვირუსმა გვაჩვენა იმდენი ნაირსახეობა, რომ რას იზამს შემდეგში, ცოტა ძნელად სათქმელია. ამჟამად, მოლოდინია, რომ ვირუსი ჩამოყალიბდება ჩვეულებრივ გრიპის ვირუსად, თუმცა, ძალიან დიდი როლი ამ შემთხვევაში ენიჭება ვაქცინაციას“, – განაცხადა ზალდასტანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები