რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან ჯარის გაყვანა დაიწყო

რუსეთის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებმა, წვრთნების შემდეგ, ჯარების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება დაიწყეს.

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

“სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, დავალებების შესრულების შემდეგ, დაიწყეს დატვირთვა სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტში და დღეს დაიწყებენ გადაადგილებას სამხედრო გარნიზონებში”, – განაცხადა კონაშენკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები