თამარ გაბუნია – ეპიდვითარებაზე: პიკი შედარებით დაღმავალ მიმდინარეობაზე გადავიდა, რაც იმედის მომცემია, თუმცა, დაკვირვება კვირის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სექტორში მობილიზებული 8000 საწოლიდან 6000-ზე მეტი დაკავებულია.

როგორც გაბუნიამ ეპიდვითარების შეფასებისას აღნიშნა, პიკი შედარებით დაღმავალ მიმდინარეობაზე გადავიდა, რაც იმედის მომცემია, თუმცა, დაკვირვება კვირის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს.

“ჯანდაცვის სექტორში მობილიზებული 8000 საწოლიდან 6000-ზე მეტი დაკავებულია. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება 1300 პაციენტი, 293 კი რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტების ნაწილი, რომელიც დღეს კლინიკებში რჩება ინფიცირებულია დეკემბრის ბოლოს ან იანვარში, ანუ ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს „დელტა შტამთან“, რომელიც შედარებით რთულად მიმდინარეობს. 19 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ამ დილით, რაც სხვა პარამეტრებთან ერთად მიუთითებს იმაზე, რომ პიკი შედარებით დაღმავალ მიმდინარეობაზე გადავიდა, რაც იმედის მომცემია, თუმცა, კვირის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, სანამ გვექნება საფუძველი ვთქვათ რამდენად მოხერხდა პიკის გადალახვა „ომიკრონის“ ტალღის პირობებში. ტესტირების პროგრამა გრძელდება, 60-65 000 ტესტი კეთდება დღის განმავლობაში და გამოვლენის ინტენსივობაც აქედან გამომდინარე მაღალია. დადებითობის მაჩვენებლის კლება ყველაზე თვალსაჩინოა აჭარაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები