პრემიერმინისტრი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრემიერი “ფეისბუქზე” წერს, მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი – კარგი მამულიშვილი. “მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული პოლიტიკოსისა და მოღვაწის, ბატონი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო.
მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი – კარგი მამულიშვილი. ამ მძიმე წუთებში, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თამაზის ოჯახსა და ახლობლებს”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.