“თბილისი ენერჯი” – დიღომში მომხდარ აფეთქებაზე: წინასწარი ინფორმაციით, საქმე გვაქვს დაუდევრობასთან, დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დიღმის მასივში დღეს მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.

“დაზუსტებულია, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, საქმე გვაქვს დაუდევრობასა და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან ან გადაადგილებასთან.

ვრცელი განცხადება მოგვიანებით, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გავრცელდება.

გაფრთხილდით გაზის დანადგარების გადაადგილების და რემონტის დროს ძალიან ხშირია გაზის რეზინის მილის დაზიანების შემთხვევები“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები