“რუსეთს ყველაფერი აქვს მზად უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის” – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთს ყველაფერი მზად აქვს უკრაინაში სწრაფი და ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა ტელეკომპანია France 5-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, არის თუ არა მზად მოსკოვი სავარაუდო აგრესიისთვის, დიპლომატმა თქვა, „დიახ“.

“და ეს შესაძლებელია უკვე უახლოეს მომავალში”, – დასძინა ლე დრიანმა.

ამასთან, მისი თქმით, არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, შეჭრის შემთხვევაში, ევროპა მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ ვრცელი სანქციები დააწესოს.

გუშინ, შექმნილი ვითარება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ “დიპლომატიისთვის შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ არსებობს”.

თავის მხრივ, პენტაგონში განაცხადეს, რომ მოსკოვმა შეიძლება, თავდასხმა “გაფრთხილების გარეშე მოახდინოს”.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი თქვა – „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავარწმუნოთ რუსეთი, რომ მან უნდა დაიცვას დიპლომატიური გზა, დიალოგის გზა, რათა მოგვარდეს ყველა არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები