შოლცი: უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დგას.

ამის შესახებ შოლცმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ახლა უნდა დავძლიოთ ძალიან სერიოზული გამოწვევა – ეს არის საფრთხის შემცველი ვითარება უკრაინის საზღვარზე. იქ ბევრი რუსი სამხედრო და საბრძოლო ტექნიკაა. ამას ვხედავთ ზღვაზეც, მოლდოვის მხრიდან და წვრთნებზე ბელორუსის ტერიტორიაზე,“ – თქვა შოლცმა.

კანცლერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაცია, ასევე ბელორუსიდან და უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფა.

„ეს არის ამოცანა, რომელიც ახლა გვაქვს. და რაც შეეხება ალიანსში გაწევრიანებას, ეს ამჟამად არ არის აქტუალური. ამიტომ ცოტა უცნაურია, რომ რუსეთის მთავრობამ საკითხი, რომელიც ახლა დღის წესრიგში არ დგას, სისი პოლიტიკური დისკუსიის საგანი გახადა“, – აღნიშნა მან.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსის თავისუფალი არჩევანის პრინციპი, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი.

”და ჩვენ არ ვსაუბრობთ გავლენის ზოგიერთ სფეროზე, როდესაც ერთ სახელმწიფოს შეუძლია უბრძანოს მეორეს, სად უნდა იყოს ან არ უნდა იყოს”, – ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები