თამარ გაბუნია: ვაქცინაციის ეფექტიანობა ძალაში რჩება

„ომიკრონის“ ქვეშტამები და სხვადასხვა ვარიაცია, რომელიც აქამდეც იყო და შესაძლოა, მომავალშიც გაჩნდეს, მართვის კუთხით ეპიდემიოლოგიური რეაგირების გეგმას არ ცვლის – იგივე რჩება რეაგირების ღონისძიებები”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის ეფექტიანობა ძალაში რჩება.

„ომიკრონის“ ქვეშტამები და სხვადასხვა ვარიაცია, რომელიც აქამდეც იყო და შესაძლოა, მომავალშიც გაჩნდეს, მართვის კუთხით ეპიდემიოლოგიური რეაგირების გეგმას არ ცვლის. იგივე რჩება რეაგირების ღონისძიებები, რაც „ომიკრონის“ შემთხვევაში იყო. მთავარი ისევ არის დისტანცირება, პირბადის გამოყენება, ზოგადი წესები, რაც მთელი პანდემიის განმავლობაში გვქონდა და რაც მთავარია, ისევ და ისევ ვაქცინაცია. რაც არ უნდა ვარიაციაზე გვქონდეს საუბარი, ვაქცინაციის ეფექტიანობა ძალაში რჩება. ამდენად ეპიდემიური მართვის კუთხით, ეს ინფორმაცია კრიტიკული და მნიშვნელოვანი არ არის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები