როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციები
როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? – “კვირა” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რჩევებს გთავაზობთ:
“მიწისძვრა — ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის სკალით იზომება. მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით (ტალღების საერთო ენერგიით) და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული.
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს:
თუ სუსტი მიწისძვრაა, არ შეშინდეთ, უმჯობესია დარჩეთ იქ სადაც ხართ;
როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ შენობაში იმყოფებით:
სასწრაფოდ დატოვეთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან;
მეორე სართულზე და უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას;
არ ისარგებლოთ ლიფტით;
დადექით შიდა კედელთან კუთხეში, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;
თუ შენობა ძველია და კედლები არასაიმედოა, შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ;
არ ისარგებლოთ ასანთით.
როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ ქუჩაში იმყოფებით:
გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემებისაგან;
არ დადგეთ ხიდზე ან მის ქვეშ”, – აღნიშნულია ინსტრუქციაში.