გერმანიის მთავრობის მოთხოვნით, ქვეყანაში 64 „Telegram“ არხი დაიბლოკა

გერმანიის მთავრობის და სისხლის სამართლის ფედერალური უწყების მოთხოვნით, „Telegram“-მა ქვეყანაში 64 არხი დაბლოკა. აღნიშნულის შესახებ გაზეთი „Süddeutsche Zeitung“ წერს.

„Telegram აღარ უნდა იყოს მემარჯვენე ექსტრემისტების, შეთქმულების თეორიისა და სხვა პროვოკაციების გავრცელების ადგილი“,- განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის მთავრობა პირველად დაუკავშირდა „მესენჯერის“ ხელმძღვანელობას ძალადობრივი მოწოდების პუბლიკაციების გამო, რომელიც განთავსებული იყო აღნიშნული პლატფორმის სხვადასხვა არხზე. მაშინ გერმანიის მინისტრთა კაბინეტი დაემუქრა „Telegram“-ს სამართლებრივი დევნით სიძულვილის გავრცელების საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები