ათობით რუსული გემი შავ ზღვაში წვრთნებს გადის
შავ ზღვაში 30-ზე მეტი რუსული გემი სამხედრო მანევრებს ასრულებს, მათ შორის მიმდინარეობს სროლაც. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის ფედერაციის, შავი ზღვის ფლოტის, პრესსამსახური ავრცელებს.
„დადგენილი ამოცანების შესასრულებლად სხვადასხვა დაჯგუფებაში ჩართულია 30-ზე მეტი სამხედრო გემი“,- ნათქვამია ფლოტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, ფლოტის ავიაცია ასრულებს კომპლექსურ სარაკეტო და არტილერიულ დარტყმებს.