მსოფლიოში კოვიდინფიცირების რიცხვმა 405 მილიონს მიაღწია
მსოფლიოში კოვიდინფიცირების რიცხვი, თითქმის 405 მილიონს შეადგენს, საიდანაც 5,8 მილიონი ლეტალურად დასრულდა. აღნიშნულ მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.
პარასკევის ჩათვლით „ჯანმო“-სთვის ცნობილი იყო 404 910 528 ინფიცირებული პირი და პანდემიის 5 783 776 მსხვერპლი. ამასთანავე დღე-ღამის ნამატი შეადგენდა 2 473 605 ადამიანს, ხოლო დაღუპულთა რიცხვი – 12 788.
როგორც ცნობილია, 400 მილიონი ინფიცირებული 10 თებერვალს დაფიქსირდა, 350 მილიონი – 25 იანვარს, 300 მილიონი – 8 იანვარს, 250 მილიონი – გასული წლის 9 ნოემბერს.