თამთა მეგრელიშვილი: „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორი უპრინციპო შეიძლება, აღმოჩნდეს პოლიტიკოსი, ახლახან ერთობლივი პოლიტიკური ფორმულით დაამტკიცეს, რომ 33-ის უმრავლესობა არის 16 და არა 17

საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება სენაკის საკრებულოში მომხდარ ფაქტს, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახარიას პარტიამ 33-დეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება 16 დეპუტატით მოინდომეს.

„პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია მკაფიო მაგალითია იმის, თუ როგორი უპრინციპო შეიძლება, აღმოჩნდეს პოლიტიკოსი. სიტყვებიდან – “მე თქვენ დაგასრულებთ!” ქმედებამდე – “მოდი, პოლიტიკურად გადაგეხვევი!” გიორგი გახარია დგას და თავმოჭრილი პოლიტიკოსის მწარე ღიმილით იღიმის. ახლახან ერთობლივი პოლიტიკური ფორმულით დაამტკიცეს, რომ 33-ის უმრავლესობა არის 16 და არა 17. მოკლედ “მტერმოყვარეთა” კოალიცია ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, რუსთავსა და სენაკში პოლიტიკურ დუღილს აჰყვა და როდის გადმოვა და რომელს დაწვავს კაცმა არ იცის…“, – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები