გოგი მეშველიანი წალკის სკოლებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გოგი მეშველიანი მაჟორიტარულ ოლქში წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ წალკის მუნიციპალიტეტის 15 სკოლას საგრანტო კონკურსში გამარჯვებას. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ახალგაზრდებს აინტერესებთ გარემოს დაცვით საკითხები, არაფორმალური განათლება და რაც მთავარია მოტივირებულები არიან, განვითარდნენ”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “ეს წალკაა” ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად CENN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღეს წალკის სკოლებმა. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი დღეების პოპულარიზაცია და აღნიშვნა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების გააქტიურება.