NYT: Johnson & Johnson-მა ევროპის ქარხანაში COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება შეაჩერა

კომპანია Johnson & Johnson-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში შეაჩერა.

ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გაზეთის ცნობით, ამ ქარხანაში გამოუშვებენ განსხვავებულ, პოტენციურად უფრო მომგებიან ვაქცინას, რომელიც არ არის დაკავშირებული კორონავირუსის პრევენციასთან.

გამოცემის წყაროს ცნობით, გაჩერება დროებითია. ვარაუდობენ, რომ, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ლეიდენის ქარხანა კორონავირუსის ვაქცინის წარმოებას დაუბრუნდება.

ამასთან, კიდევ ერთი წყარო მიიჩნევს, რომ, ამ შეფერხების გამო, COVID-ის ვაქცინის მიწოდების შემცირება რამდენიმე ასეული მილიონი დოზა იქნება.

პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ვაქცინის მიწოდებაზე, პირველ ყოვლისა, ღარიბი და განვითარებადი ქვეყნები არიან დამოკიდებული, რომლებიც პრეპარატს COVAX-ის პროგრამის ფარგლებში იღებენ.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა, ძირითადად მიეწოდება აფრიკის კავშირის ქვეყნებს, რადგან ის არ საჭიროებს შენახვას ძალიან დაბალ ტემპერატურაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები