შვედეთში ყველა კოვიდშეზღუდვა მოხსნეს

შვედეთის მთავრობამ ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა.

მთავრობა ამგვარ ნაბიჯებს ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალი დონით ხსნის. გარდა ამისა, ნაკლები მოქალაქე საჭიროებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებას.

როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა თქვა, „ინფიცირების მაჩვენებელი გარკვეული დროის განმავლობაში მაღალი დარჩება, მაგრამ ყველაზე მძიმე შედეგები, როგორც ჩანს, დასრულდა”.

შეზღუდვების მოხსნის შედეგად, ადამიანებს აღარ მოეთხოვებათ, გაიარონ PCR ტესტირება გაციების სიმპტომების გამოვლენისას, ასევე, ხელისუფლება მოხსნის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას.

ასევე, გაუქმებულია საჯარო ღონისძიებების გამართვაზე შეზღუდვები, მათში მონაწილეებს ვაქცინაციის მოწმობების წარდგენა აღარ მოეთხოვებათ.

ასევე, მოიხსნება შეზღუდვები კვების ობიექტებსა და გრძელ დისტანციებზე მატარებლითა და ავტობუსით მგზავრობაზე.

დღეიდან, ევროკავშირის, ჩრდილოეთ ევროპისა და ევროპის ეკონომიკური ზონის მაცხოვრებლებს არ მოუწევთ COVID-პასპორტის წარდგენა შვედეთში შესასვლელად.

სხვა ქვეყნებისთვის შესვლის აკრძალვა 31 მარტამდე გახანგრძლივდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები