თამარ გაბუნია: მესმის, შესაძლოა, იყოს გარკვეული შეფერხება ოჯახის ექიმებთან კომუნიკაციაში, მაგრამ კიდევ 20 კლინიკის დამატება იგეგმება – ვფიქრობთ, ეს შეამცირებს დაყოვნების დროს

“მესმის, დიდი ნაკადებია, შესაძლოა, იყოს გარკვეული შეფერხება ოჯახის ექიმებთან კომუნიკაციაში, მაგრამ იგეგმება კიდევ მეტად გაიზარდოს ეს ქსელი, დაემატოს კიდევ 20 კლინიკა უახლოეს პერიოდში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოჯახის ექიმი აგვიანებს ზარის განხორციელებას, პაციენტს შეუძლია, თავად დარეკოს 1522-ის ცხელ ხაზზე.

“ჩვენ შემთხვევაში ბინაზე მართვის სისტემა არის ორდონიანი. პირველი ეს არის ოჯახის ექიმი. 1-ელი თებერვლიდან 153 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება არის ჩართული პაციენტების მართვაში, სადაც მიმაგრებულია 2,5 მილიონი მოსახლე. თუ ვინმე არ არის დღეს რეგისტრირებული საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამაში, მისი მართვა ხდება 1522 სისტემის მეშვეობით. მას შემდეგ, რაც პაციენტის დიაგნოზი დადასტურდება და მოხდება ჩვენ სისტემაში, ოჯახის ექიმს აქვს 48 საათი იმისთვის, რომ გააკეთოს რეაგირება. პრიორიტეტები არიან ხანდაზმულები, მცირე ასაკის ბავშვები და ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პირები. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ექიმი რაღაც მიზეზის გამო აგვიანებს ზარის განხორციელებას პაციენტს შეუძლია თავად დარეკოს 1522-ის ცხელ ხაზზე, სადაც ასევე გაზრდილია ექიმებისა და ოპერატორების რაოდენობა. მესმის – დიდი ნაკადებია, შესაძლოა, იყოს გარკვეული შეფერხება ოჯახის ექიმებთან კომუნიკაციაში, მაგრამ იგეგმება კიდევ მეტად გაიზარდოს ეს ქსელი, დაემატოს კიდევ 20 კლინიკა უახლოეს პერიოდში. ვფიქრობთ, ეს შეამცირებს დაყოვნების დროს და პაციენტებიც მიიღებენ იმ სერვისს, რისი მოლოდინიც აქვთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები