თამარ გაბუნია: სამედიცინო პერსონალში ვირუსის გავრცელება საკმაოდ აქტიურია
“სამედიცინო პერსონალში ვირუსის გავრცელება საკმაოდ აქტიურია, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალისთვის “ბუსტერ” დოზის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„სამედიცინო პერსონალი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში და სწორედ სამუშაო ადგილზე მათი დროული დაბრუნებისთვის შეიძლება დაგვეხმაროს 5-დღემდე იზოლაციის ვადის შემცირება. სამედიცინო პერსონალისთვის, ბუნებრივია, კვლავაც მნიშვნელოვანია “ბუსტერ” დოზა და ინფექციის დაცვის საშუალებების აქტიური გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.