„ლარის კურსის გაუფასურება ხანგრძლივი პროცესი არ იქნებოდა“
ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ საქართველოში ლარის კურსის გაუფასურება ხანგრძლივი პროცესი არ იქნებოდა – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ლარის გაუფასურების პროცესი დროებითი მოვლენა იყო და მასზე დიდი აქცენტის გაკეთება არ შეიძლებოდა.
“ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს იყო დროებითი მოვლენა, და რომ ამ პროცესზე ძალიან დიდი აქცენტის გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს ყველაფერი ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ყველა ეკონომიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორი მეტყველებდა იმაზე, რომ საქართველოში ლარის კურსის გაუფასურება ხანგრძლივი პროცესი არ იქნებოდა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.