როგორია ვაქცინაციის მაჩვენებელი საქართველოში
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4949-მა ადამიანმა გაიკეთა.
ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
მათივე ცნობით, სულ ქვეყანაში 2 742 134 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 108 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 038 391, გარდაიცვალა 15 102 პაციენტი.