ჯანდაცვის მინისტრი – სააკაშვილზე: დავეხმარებით, კვლევის ჩატარება იქნება საჭირო თუ კვალიფიციური ექიმების კონსულტაცია – ამ დრომდე ამის საჭიროება არ იყო და ჩვენთვის არავის მოუმართავს
“დავეხმარებით, კვლევის ჩატარება იქნება საჭირო თუ კვალიფიციური ექიმების კონსულტაცია, მაგრამ ამ დრომდე ამის საჭიროება არ იყო და ჩვენთვის არავის მოუმართავს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დავეხმარებით როგორც ადგილზე ტრანსპორტირებაში, თუ არის ამის საჭიროება, ასევე, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება იქნება თუ კვალიფიციური ექიმების კონსულტაციის, მაგრამ ამ დრომდე, რამდენადაც ვიცი, ამის საჭიროება არ იყო და ჩვენთვის არავის მოუმართავს. ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ არის, მზად ვართ“, – განაცხადა აზარაშვილმა.