ჯანდაცვის მინისტრი: მედიკამენტების იმპორტის რეგისტრაციის განაცხადის განხილვის ვადა მცირდება
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტების იმპორტის რეგისტრაციის განაცხადის განხილვის ვადა მცირდება.
„თურქეთის ბაზარი უკვე აღიარებითი ქვეყნების სიაში შევიდა და გაიხსნა. გვქონდა შეხვედრები ფარმაცევტულ კომპანიებთან, იმპორტიორებთან და უკვე მომდევნო კვირიდან სამინისტროში შემოვა განაცხადები თურქული წამლების რეგისტრაციის კუთხით. მნიშვნელოვანია ის, რომ ვამცირებთ აღიარებითი ქვეყნიდან იმპორტის რეგისტრაციის განაცხადის განხილვის ვადას, ეს ვადა პანდემიის პერიოდში გაზრდილი იყო 45 დღემდე და ეს ვადა შემცირდება 7 დღემდე”, – განაცხადა აზარაშვილმა.