ერთ კვირაში 21 მილიონზე მეტი ინფიცირებული – მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ანტირეკორდია

მსოფლიოში, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 21 362 288 ადამიანი დაინფიცირდა, რაც პანდემიის გავრცელებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 10-16 იანვართან შედარებით 5%-ით მეტია.

ამასთანავე, 17-23 იანვარს მსოფლიოში ვირუსს 49 890 ადამიანი შეეწირა, რაც 10-16 იანვართან შედარებით 1%-ით მეტია.

ინფიცირებულთა ზრდა დაფიქსირდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში – 39%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 36%-ით და ევროპაში – 13%-ით; ხოლო აფრიკაში 31%-ით, და ამერიკაში 10%-ით არის შემცირებული.

ევროპაში, ერთ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა და მასზე მოდის მსოფლიო ინფიცირებულია 47%.

სიკვდილიანობა განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 44%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში – 15%-ით. ამავდროულად, შემცირებულია აფრიკაში 14%-ით; დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 12%-ით, ხოლო ევროპაში 5%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები