უკრაინის რადა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნების პარლამენტებს ნატო-ში შესვლის მკაფიო ვადების დადგენისკენ მოუწოდებს

უკრაინის უმაღლესი რადა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნების პარლამენტებს მოუწოდებს, განსაზღვრონ უკრაინის ნატო-ში შესვლის კონკრეტული ვადა.

ამის შესახებ BBC უკრაინა წერს.

გადაწყვეტილებას მხარი 282-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მიმართვაში ნათქვამია, „უკრაინის უმაღლესი რადა მიმართავს გაერო-ს, ევროპარლამენტს, უცხო სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს და მოუწოდებს: მხარი დაუჭირონ უკრაინის მისწრაფებებს მის ევროპულ პერსპექტივებში და განსაზღვრონ კონკრეტული ვადები და მოდალობები, ჩვენი სახელმწიფოს ნატო-ში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით“.

ასევე, აღნიშნულია, რომ ნატო-ში გაწევრიანების კურსი უკრაინის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.

განცხადების ავტორები მიუთითებენ უახლეს სოციოლოგიურ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

პარლამენტი ასევე იხსენებს, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც დადასტურდა 2021 წელს ბრიუსელის სამიტზე, ითვალისწინებს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებს.

მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინა, ნატო და ევროკავშირი “ერთნი არიან თავიანთ პოზიციაში უკრაინის სუვერენულ უფლებასთან დაკავშირებით, განსაზღვროს შემდგომი ინტეგრაციის ვექტორი, კერძოდ, ამ ინსტიტუტებში გაფართოებისა და წევრობის საკითხში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები