დე-ფაქტო აფხაზეთში ომიკრონის 30 შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შტამი, “ომიკრონი” დადასტურდა.

იმუნოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანლის, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსული ინფექციისგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბის წევრის, ალისა მატუას თქმით, გამოვლენილია ,,ომიკრონის,, 30 შემთხვევა.

მისი განმარტებით, სხვა შტამებისგან განსხვავებით, “ომიკრონი” რამდენჯერმე სწრაფად ვრცელდება. ამიტომაც, იზრდება ყველა შემზღუდველი ღონისძიების დაცვის და მეტი სიფხიზლის საჭიროება.

დღეისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 39 747 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 585 პაციენტი, 34 803 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები